საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი ჩაერთვება

31/08/2017

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.
სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
გამთენიიდან, ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად ჩაერთო ავიაცია. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში, ასევე, შემოვა და ცეცხლის ქრობის პროცესში დამატებით ჩაერთვება თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი.
საგანგებო შტაბი მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0