სახალხო დღესასწაული “გოგლაობა” გაიმართა

18/06/2017

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინიცატივით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით სახალხო დღესასწაული “გოგლაობა” გაიმართა. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების შესრულებით. საგარეჯოს სახალხო თეატრის მსახიობებმა გოგლას პერსონაჟები გააცოცხლეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით 2016 წელს ლიტერატურული კონკურსი „ნატვრის ხე“დაარსდა რომლის ფარგლებშიც სიგელი, წიგნი და ფულადი ჯილდო გამარჯვებულებს ნინო გაგნიაშვილს, თამარ ცხვარიაშვილს და ნინი ბუზარიაშვილს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა გადასცა. წიგნები და სიგელები ასევე კონკურსის სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ. ღონისძიებას გოგლა ლეონიძის ოჯახის წევრები, პოეტები, მწერლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ფრიდონ ბურდული, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0