სახალხო დღესასწაული ,,კასპობა 2018” გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კასპში სახალხო დღესასწაული “კასპობა 2018” გაიმართა. სადღესასწაულოდ ქალაქის ცენტრალურ მოედანსა მიმდებარე ქუჩაზე მოეწყო ადმინისტრაციული ერთეულების ტრადიციული კუთხეები, ფოტო, ნახატების, თექა, თოჯინების და სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში.
ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი მუშაობდა. არღანი, ფაეტონი, მედუდუკეთა, ფოლკლორული და ცეკვის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები საკუთარ შემოქმედებას სთავაზობდნენ მაყურებელს. გალა კონცერტზე კი მონაწილეობენ: ჯგუფი ¼ და ლინდა ადამია, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ნიჭიერის ფინალისტი – ჯგუფი “SEU ART PROJECT”, ნიჭიერის ნახევარფინალისტი – ჯგუფი “წეროები”. კონცერტის მსვლელობისას გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი – დაჯილდოვდნენ კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებული ოქროს, ვერცხლის მედალოსნები და 100% გრანტის მფლობელი სტუდენტები.
ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით.
სახალხო დღესასწაული მაყურებელს მილოცეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ირაკლი მეზურნიშვილმა (კასპის მაჟორიტარი) და ანრი ოხანაშვილმა. დღესასწაულს ესწრებოდა შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძე.

Visited 188 times, 1 visit(s) today