სახალხო დღესასწაული ,,ონელობა“ ჩატარდა

06/11/2017

ქ.ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ჩატარდა სახალხო დღესასწაული ,,ონელობა“. სადღესასწაულო პროგრამა დროში იყო გაწერილი და სხვადასხვა აქტივობებისაგან შედგებოდა.
დილიდან გამოფენილი იყო ზემო რაჭისთვის დამახასიათებელი კულინარიული შედევრები.
მოეწყო თექის სახელოსნოს ,,ედენა“ და ონის მუნიციპალიტეტის, ა.ი.პ სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანის, ნინო ჩიხრაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,მზის აფეთქება“.
ონის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა პოეტ ნინო ზედელაშვილის წიგნის ,,ნაწილიანი“ პრეზენტაცია.
ქ. ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში პოეტ მურმან ლებანიძის ძეგლთან პოეტის ქალბატონ ანა ერისთავის ხელმძღვანელობით მოაწყო ლექსების პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ქართველი და ებრაელი ერების მრავალწლიან მეგობრობას.
საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ვეტერანი სპორტსმენის შურა მაისურაძის სახელობის ვარსკვლავი.
გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოხალისეები.
დღის ბოლოს ჩატარდა კონცერტი,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის ა.ი.პ ორგანიზაციები: ონის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ,კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,, ორბას „ მოცეკვავეები, და საესტრადო წრის მომღერლები, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის მომღერალთა გუნდი, ასევე ლიტერატურის წრის აღსაზრდელები .კონცერტში ასევე მონაწილეობას იღებდა შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი ,,რაჭა“.ონელობის დღესასწაულისთვის მზის ქალაქს უკვე რამდენიმე წელი სტუმრობს ანსამბლი,,პოპური“
კონცერტის მსვლელობის დროს დაჯილდოვდნენ ონის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები:
გამყრელიძე ანა,სულთანიშვილი მარიამი, კიკვიძე ლუკა, ხომასურიძე გვანცა,.გაგნიძე ეკატერინე, გამყრელიძე ზაური, ბერუჩაშვილი თამარი, ორდინიძე სალომე, ბერიშვილი ნინო, ჩიხრაძე თინათინი, ჯოხაძე ანა
ასევე დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ადამიანები სხვადასხვა პროფესიაში:
ექიმი- ნატო კერესელიძე, პედაგოგი-ნელი მაისურაძე, მწვრთნელი -ტარიელ ბერელიძე, სპორტსმენი -გიორგი მეშვილდიშვილი, მეეზოვე -მარინა მახვილაზე, საჯარო მოხელე -თინა ბერიშვილი.
რაჭის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ონელის წოდება მიენიჭათ სპორტსმენ დავით გობეჯიშვილს, ბიზნესმენ იაგო გოგრიჭიანს და ბიზნესმენ ირაკლი კერვალიშვილს.
სახალხო დღესასწაული ,,ონელობა“ დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულ- გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე,მოადგილესა და თანამშრომლებთან ერთად.საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, ასევე ისრაელიდან ქ.ბერშევადან ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე, წევრები და ლიტვის ქ.კაზლარუდას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0