ბორჯომის ხეობაში კვლავ უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ხანძარს. მძიმე რელიეფურ პირობებში სახანძრო მანქანების გართულებული გადაადგილებისა და დროის დაზოგვის გამო, საგანგებო შტაბში შემუშავებული გეგმა წარმატებით მუშაობს – ხანძრის კერებთან მისული სახანძრო მანქანების წყლით მომარაგების მიზნით სამხიდიან ავტომობილებზე დამაგრდა წყლის რეზერვუარები, დატვირთული ავტომობილები სახანძრო მანქანებს უწყვეტად ამარაგებენ წყლით. სახანძროების მომარაგების სამუშაოებში, თავისი ტექნიკით, რამდენიმე კომპანია ჩაერთო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ბლექ სი გრუპი.
Visited 232 times, 1 visit(s) today