სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება

19/10/2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნივერსიტეტების, პროფესორებისა და სტუდენტებისთვის Erasmus+ ეროვნულ ოფისში გამართულ ტრადიციულ საინფორმაციო ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა და ხაზი გაუსვა, რომ ERASMUM + საქართველოსთვის სამაგალითო პროგრამაა, რომელიც ევროპასთან საერთო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის საუკეთესო მაგალითს გვიჩვენებს.

„Erasmus+“-ის პროგრამა, რომელშიც საქართველოს 40 უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს, განხორციელებული პროექტებისა და სასტიპენდიო პროგრამების მხრივ საქართველო პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უმნიშვნელოვანესი უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის რეგიონული ბიუჯეტის გარდა, Erasmus+ პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით, ექსკლუზიურად 6 მლნ ევრო გამოიყო, რაც მეტ პროექტს და დაახლოებით 800-ით მეტ სტიპენდიანტს ნიშნავს.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იზრდება არა მხოლოდ ქართველი სტიპენდიანტების, არამედ საქართველოში ჩამოსული ევროპელი სტუდენტებისა და პროფესორების რაოდენობა.
სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება და გამოცდილება, რათა ევროპულ ღირებულებებს ეზიაროს“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0