სახელმწიფო რწმუნებულმა მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

08/02/2022

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები და ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, მელიორაციისა და წყალმომარაგების კუთხით არსებულ საჭიროებებს შეეხებოდა.
ყურადღება გამახვილდა მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფისთვის, მუნიციპალიტეტების მხრიდან, საჭირო ღონისძიებების გატარებაზე. საუბარი შეეხო, რეგიონში, ინერტული მასალების მომპოვებელი კომპანიების საქმიანობის, არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებს. გიორგი დოხტურიშვილმა, სხდომის მიმდინარეობისას, მერებს პირადი ინიციატივა გააცნო, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ბალანსზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტრაქტორების, მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემას ითვალისწინებს – პროცესი, უახლოეს დღეებში, ეტაპობრივად განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0