სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

19/01/2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მსმენელებს უწყების საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრნენ. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საკითხები, ასევე ანტიტერორისტული და ანტიკორუფციული მიმართულებით უწყების მიერ გაწეული საქმიანობა. შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0