სახვითი ხელოვნების ცენტრში გამოფენა-კონკურსი ჩატარდა

09/02/2017

დღეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ქ.ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების VI გამოფენა- კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს, რომელთაგან სპეციალურმა ჟიურიმ 4 საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული ნამუშევრების ავტორებს: ლანა ჩავლეიშვილს (სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა), ნინო ჭანუყვაძეს (სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლა), ზვიად ჩხაიძეს ( სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლა) და მარიამ ლიპარტელიანს (ქვედა ბახვის საჯარო სკოლა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა – ნატალია ხომერიკმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს. გამოფენა- კონკურსი „ზამთრის ვერნისაჟი“ სახვითი ხელოვნების ცენტრში ყოველწლიურად იმართება და მასში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნორჩი მხატვრები მონაწილეობენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0