საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის რეფორმა გრძელდება

26/09/2017

საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის რეფორმა გრძელდება. შემუშავდა შესაბამისი კანონპროექტი.
რეფორმის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შექმნის ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს.
კერძო სექტორის თანამონაწილეობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების, ეფექტიანობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების თვალსაზრისით.
კერძო სექტორის ფინანსური თანამონაწილეობა უზრუნველყოფს ისეთი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით შეუძლებელი იქნებოდა.
აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის შემუშავება დაიწყო ისეთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობითა და მხარდაჭერით, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
რეფორმის განხორციელება იქნება მკაფიო გზავნილი ინვესტორებისა და საფინანსო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომ სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს და წაახალისოს საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0