საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა განახლებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

12/10/2017

საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო სამ თვეში ერთხელ ახალი წევრებით კომპლექტდება, ახალ წევრებს თავად დირექტორები ირჩევენ. ახალ სასწავლო წელს განახლებული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდა. სხდომის დასაწყისში ლია გიგაურმა ვრცლად ისაუბრა ყველა მნიშვნელოვან სიახლეზე, შემდეგ კი, საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარუდგინა, თითოეულ მათგანზე საბჭოს წევრებმა მოხსენებები მოისმინეს და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0