საჯარო სკოლაში პოეტ ლაშა გახარიას სახელობის დარბაზი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში პოეტ ლაშა გახარიას სახელობის დარბაზი გაიხსნა. სოფელში პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმის ეზოში ასევე გაიმართა პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც მწერლებმა და პოეტის მეგობრებმა მისი შემოქმედება შეახსენეს დამსწრეებს. საღამოს ყველაზე მცირეწლოვანი გამომსვლელი 3 წლის გოგონა იყო, ანსამბლმა “ჩხოროწყუმ“ კი, მრავალხმიანი მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელიაც ესწრებოდა. გუბერნატორმა მოინახულა პოეტის სახლ-მუზეუმი და მისი საყვარელი ადგილები, სადაც პოეტი ხშირად ატარებდა დროს. ალექსანდრე მოწერელიამ ხაზი გაუსვა, რომ მისასალმებელია ადგილობრივ საზოგადოებებში კულტურული მეხსიერების მხარდაჭერა და იმ შემოქმედთა ხსოვნისთვის პატივის მიგება, რომლებმაც მნიშნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.

Visited 152 times, 1 visit(s) today