საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საჯარო სკოლების აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისთვის ინტეგრირებული კლასის მოდელის პრეზენტაცია გაიმართა.მოდელის შექმნის მიზანია, დაეხმაროს სკოლებს აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისი საგანმანათლებლო პროცესის შექმნაში. ინტეგრირებული კლასი იძლევა დამატებითი სპეციალისტების – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელი – ჩართულობითა და მოსწავლის მახასიათებლების გათვალისწინებით თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობას.
ინტეგრირებული კლასის მოდელი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის მიერ, სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ „ინკლუზიური განათლების საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

Visited 104 times, 1 visit(s) today