საჯარო სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საჯარო სკოლებისთვის სპორტული ინვენტარი შეიძინეს. გამგეობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision” – ის თანამშრომლებმა დღეს რამოდენიმე სკოლაში ინვენტარი მიიტანეს. ფეხბურთისა და ფრენბურთის ბადეები, კალათბურთის ფარები და ბურთები სკოლებს საჭიროების მიხედვით გადაეცათ. წელს სპორტული ინვენტარი 14 საჯარო სკოლას გადაეცემა. პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდაჭერაა. „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტებს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეისწავლეს რა პრობლემები ჰქონდათ მათ თანატოლებს და ამის შემდეგ გადაწყდა სპორტული ინვენტარის სკოლებში შეტანა. გამგეობა მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს.“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი დიმიტრი გოგიაშვილი.

Visited 186 times, 1 visit(s) today