საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად:
იცვლება ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები
კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი;
კეთილმოეწყობა ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი;
ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი;
პროექტი ნოემბრის ბოლომდე დასრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე 16 მუშახელია დასაქმებული.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 3 საბავშვო ბაღი.

Visited 178 times, 1 visit(s) today