სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა

27/08/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში, ცენტრალური პარკი მოეწყო რუსთაველის ქუჩაზე, ცენტრალური სკვერი – ჭავჭავაძის ქუჩაზე. პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ატრაქციონები; განახლდა საფეხმავლო ბილიკი;
განხორციელდა მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის ისტორიული შენობის, პარკის მიმდებარედ არსებული კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროცესი, გამწვანების სამუშაოები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0