სენაკის მუნიციპალიტეტში ჯამში 10 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17/08/2022

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, კერძოდ სენაკის მუნიციპალიტეტში, ჯამში 10 კმ-მდე (კმ277-კმ281 და კმ286-კმ290) მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის 90% უკვე დაგებულია. 2 პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელის, სანიაღვრე არხების, ეზოში შესასვლელების, საფეხმავლო ბილიკების და მოსაცდელების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელთა ღირებულებაც, ჯამში 12 მლნ. ლარს შეადგენს და დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0