სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა

12/11/2023

სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. მოეწყო ეთნო კუთხეები, ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. სენაკში გამოავლინეს საპატიო მოქალქეებიც, ეგრისობა ქართული-ესტრადის ვარსკვლავების გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0