სენაკში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

03/05/2017

სენაკში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით მიმდინარე წელს ახალი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა ქალაქის 15 ქუჩაზე. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასევე განხორციელდება არსებული ასფალტირებული გზების კაპიტალური ორმული შეკეთება. ხოლო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (ნოსირი, ზანა, ხორში, მენჯი, ეკი, თეკლათი) უბნებში მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი.
ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს რუსთაველის (ნინოშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე), ნინოშვილისა და ზუგდიდის ქუჩებზე. ასფალტირებული გზის ორმული სამუშაოები მიმდინარეობს ჭავჭავაძის ქუჩის ცენტრალურ ნაწილში. მოსამზადებელი სამუშაოები (ამოჭრები) დაწყებულია აკაკი ელიავას, ნუცუბიძის, ვაჩნაძის და დავითაიას ქუჩებზე. ასევე, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის ბათარიის უბანში.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.
2013-16 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 98,8 კმ. გზა (ქალაქის 86 ქუჩა და 82კმ. გზა სოფლად). განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0