სენაკში საერთო საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

14/06/2017

ქალაქ სენაკში, ღვინჯილიას ქუჩაზე, მიმდინარეობს საერთო საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად. პროექტი, რომელიც ქალაქის კეთილმოწყობის ფარგლებში ხორციელდება, მოიცავს სანიაღვრე არხების აღდგენას, ბორდიურების მოწყობასა და ასფალტის საფარის დაგებას. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 242 642 ლარს შეადგენს, ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ოსო’’. სამუშაოებზე დასაქმებულია 17 ადგილობრივი მცხოვრები. ანალოგიური პროექტი განხორციელდება ვაჩნაძის ქუჩაზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებში. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, ქალაქის მასშტაბით, კეთილმოეწყო 40 მრავალსართულიანი კორპუსის ეზო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0