სენაკში ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობისა და აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

10/08/2017

სენაკში ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობისა და აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავამ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის მიხედვით, ტაბიძის ქუჩიდან ჭყონდიდელის ქუჩის მიმართულებით, ეწყობა ტროტუარები და ბორდიურები გამწვანების ზოლითა და პანდუსებით შშმ პირებისთვის.
პარალელურად, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს წერეთლის ქუჩაზე – რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის.
ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა უკვე დასრულებულია ქურდოვანიძის ქუჩაზე. დასრულდა აგრეთვე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – ხორავას ქუჩაზე დაზიანებული ტროტუარებისა და ბორდიურების აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ ქურდოვანიძისა და წერეთლის ქუჩებზე ტროტუარის საფარის მოწყობა ხორციელდება ბაზალტის ქვებით.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 267 777 ლარს შეადგენს აწარმოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აფო“. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ადგილობრივი მცხოვრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0