სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა

21/05/2017

20 აპრილს მოსულმა სეტყვამ კახეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა. შედარებით მძიმე მდგომარეობაა ლაგოდეხის ორ და გურჯაანის ხუთ სოფელში.
დაზიანებულია ვენახები , ხეხილის ბაღები და ბაღჩეული კულტურები. ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. საჰაერო სივრცის გადატვირთულობის გამო შეზღუდვების პირობებში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად კახეთის რამდენიმე რაიონში მძლავრი ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შესუსტებული. სსსტც „დელტას“ ინფორმაციით სისტემის მართვის ცენტრის მიერ 20 მაისს დღის 11:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებიდან დიდი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა დაფიქსირდა.ღრუბელმა ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარელის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონები. მეტეოროლოგიური რადიოლოკატორიდან მიღებული მონაცემების მიხედვით სეტყვის მოსვლის ალბათობა 100 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40-50 მმ. პროცესებს თან დაერთო ადგილობრივად შიდამასიური ღრუბლის მასების ფორმირებაც, რაც სეტყვასაშიში პროცესების დამატებით გაძლიერების წინაპირობაა.
12:04 საათზე და 18:08 სთ-დან 20:41 სთ-მდე 70 ერთეულ სეტყვასაშიში ღრუბლის კერაზე სარაკეტო დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდა.
რაკეტების სროლები მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში განხორციელდა, რადგან გაუარესებული ამინდის გამო საჰაერო სივრცე საფრენი აპარატებით იყო გადატვირთული, რაც რაკეტების დროულად გასროლას შემაფერხებელი ფაქტორია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0