სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

12/09/2017

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური მუშაობის შედეგად 11 სექტემბერს კახეთის ექვს რაიონში გამორჩეულად დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხისა და დედოფლისყაროს რაიონებში სულ 3100 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები 150 რაკეტით დაამუშავა. რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან 11 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80%-ს მიაღწია. ღრუბლის მასებმა რეგიონში უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლები შემოიტანა და ეტაპობრივად კახეთის ექვსი რაიონი მოიცვა.
ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მოსალოდნელი დიდი რაოდენობის მყარი ნალექის ჩამოცლა მაქსიმალურად შემცირდა. სეტყვის დიდი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0