სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში დარეგულირდება

22/04/2019

საქართველოს შრომის კოდექსში სექსუალური შევიწროების დეფინიცია ჩამოყალიბდება. დეფინიციის თანახმად, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს და იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობებში დარეგულირდება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის წევრების: თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, რატი ოინათამიშვილის, გუგული მაღრაძის, ენძელა მაჭავარიანის და გიორგი ტუღუშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0