სვეტიცხოვლობის პროგრამა გამოქვეყნდა

12/10/2017

14 ოქტომბერს მცხეთაში სვეტიცხოვლობის დღესასწაული აღინიშნება. გთავაზობთ სადღესასწაულო ღონისძიების პროგრამას:
10:00 – 14:00 სთ – სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;
10:00 – 18:00 სთ. გაიმართება გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; ბავშვებს საშუალება მიეცემათ ატრაქციონებით ისარგებლონ;
10:00-18:00 „ბარაქიანი შემოდგომა“-საშემოდგომო ნობათის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.;
12:00-18:00 სთ. ქართული ჭიდაობა, სპორტული ნარდი, მინი -ფეხბურთი, კარატე, მკლავჭიდი, დარცი, ჭადრაკი (გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, დიპლომები და სიგელები).
12:00-22:00 სთ გაიმართება კონცერტები:
12:00-14:00 სთ. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფები;
13:00 სთ. სიტყვით გამოვლენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუმრები, წარადგენენ საპატიო მოქალაქეს;
14:00-14:30 სთ. იაპონური მუსიკა და წარმოდგენა ჯგუფ „ნიკო-იჩის“ მიერ;
14:30-16:30 სთ თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების შემოქმედებითი ჯგუფები;
გალა კონცერტი:
18:00-19:30 სთ. ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა;
20:00 სთ -21:00 სთ. ბენდი “The light room”;
21:00 სთ. ფოიერვერკი;
21:10-22:00 სთ DJ Alex.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0