სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში წვიმა მთელი ღამე გაგრძელდება

10/06/2017

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში წვიმა მთელი ღამე გაგრძელდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.
”მთელი ღამის განმავლობაში ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება. 12 ივნის უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და 13 ივნისს შესაძლოა იყოს მცირე ნალექი. 14 ივნისს კი მოსალოდნელია არამდგრადი ამინდები საქართველოში”, – განაცხადა გვაზავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0