სირცხვილია, რომ 250 000-300 000 კაცი ისევ ”ნაცმოძრაობას” ელოდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სირცხვილია, რომ 250 000-300 000 კაცი ისევ ”ნაციონალურ მოძრაობას” ელოდება, რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გურიაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც მან განაცხადა, ”ქართული ოცნება” გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ.

”ქართული ოცნება” კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს იმ სტანდარტებს მართვაში, რაც მე ჩემს გუნდთან ერთად წამოსვლის დროს დავტოვე, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ, აი, კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატო-ს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის რისთვისაც ვიღწვი მე, რომ შეხვედრებისას მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ”ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ნუ მიედ-მოედებიან. სირცხვილია, რომ 250 000-300 000 კაცი ისევ ”ნაციონალურ მოძრაობას” ელოდება, რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება?” – განაცხადა ივანიშვილმა.

Visited 121 times, 1 visit(s) today