სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

01/12/2019

ახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა. მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად,- 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 525,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.
სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0