სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია “ქართული ზეთისხილის” საწარმო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად, “სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში აშენდა.
Visited 195 times, 1 visit(s) today