სიღნაღის მუნიციპალიტეტში წელს 48 მედალოსანია

16/06/2017

ყვარლის ციხესიმაგრეში, 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დამთავრება კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მიულოცა და მომავალში მიზნის მიღწევა უსურვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტს წელს 48 მედალოსანი ჰყავს. მათ დიპლომები რესურსცენტრის ხელმძღვანელ ლია ბეჟაშვილმა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მეულუფიშვილმა გადასცეს.
– შემოვდივარ ინიციატივით – სიღნაღს ,,სიყვარულის ქალაქთან“ ერთად დაერქვას ,,მედალოსნების ქალაქიც!“ – აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა თამუნა გომართელმა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლა ათმა მოსწავლემ დაამთავრა და მათგან ხუთი ოქროს მედალოსანია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0