სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ჭაბუღღილები, სამარაგო რეზერვუარები და ქსელები მოეწყო

12/09/2017

სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესების და მოსახლეობის უკეთესი წყალმომარაგების მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ჭაბუღღილები, სამარაგო რეზერვუარები და ქსელები მოეწყო.
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით სოფელ ბოდბისხევში 780 მეტრის ქსელის გაყვანა მოხდა. სოფელ ვაქირში დაიქსელა 1270 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. ხოლო, სოფელ საქობოში 1440 მეტრის მანძილზე წყალსადენი ქსელის გაყვანა მოხდა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელ ქვემო ბოდბეში ასევე მოეწყო ჭაბურღილი, 250 მეტრის სიგრძის ქსელი, რეზერვუარებით და საუბნო ონკანებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0