სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სიღნაღი – წნორის საავტომობილო გზის 5.6 კილომეტრიანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნული მონაკვეთი ქ. სიღნაღში, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას და სიღნაღი-წნორის საავტომობილო გზების გასაყარზე იწყება და სიღნაღი_წნორის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე სრულდება. მონაკვეთი დაზიანებული იყო და სრულად ვერ უზრუნველყოფდა სატრანსპორტო მოთხოვნებს.
პერიოდული შეკეთების სამუშაოები ითვალისწინებს: არსებული დაზიანებული ზღუდარების, დაზიანებული ბოწკინტების და რკინა-ბეტონის მილების, ქვედა საყრდენი კედლის შეკეთებას; კიუვეტების მოწყობასა და სავალი ნაწილის აღდგენას. ასევე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების შეკეთება; მოეწყობა საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხერგიანი გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 775 000 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

Visited 217 times, 1 visit(s) today