სიღნაღში ავტორალი მიმდინარეობს

18/06/2017

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქ. სიღნაღში ამ წუთებში საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში მიმდინარეობს. აღნიშნული შეჯიბრი ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად სიღნაღში იმართება. შეჯიბრი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0