სიღნაღში „თავგატეხილას წყაროს“ რეაბილიტაცია ჩაუტარდება

17/08/2017

სიღნაღში კვერნაძის ქუჩაზე მდებარე „თავგატეხილას წყაროს“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, არსებული წყაროს დემონტაჟი მოხდება, წყარო ქვით მოპირკეთდება, მოეწყობა გარე განათება, საბაღე სკამები, მოაჯირი დაიგება ქვაფენილი და სანიაღვრე არხი გაკეთდება.
პროექტი სიღნაღის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 30 000 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0