სიღნაღში ,,ღვინის ფესტივალი” გაიმართა

24/10/2016

ქალაქ სიღნაღში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ,,ღვინის ფესტივალი” ჩატარდა. ამ დღით ქალაქმა საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ფესტივალზე ე.წ. “გლეხური“ წესით დამზადებულ ღვინოებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
სიღნაღის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება კომპოზიტორსა და მომღერალს, ნუნუ დუღაშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ნოდარ ჯავახიშვილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, თამაზ ქევხიშვილს და ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, შოთა ბეჟაშვილს მიანიჭა.
ფესტივალი ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეულმა ანსამბლებმა, ასევე ლიტვიდან, ინგუშეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმაც მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0