სიცოცხლეშივე ქართული ოპერის ლეგენდად შერაცხული ქალბატონი ცისანას სიმღერა დიდხანს ატკბობდა ჩვენ მსმენელს

23/09/2017

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი საოპერო მომღერლის ცისანა ტატიშვილის გარდაცვალების გამო.
სიცოცხლეშივე ქართული ოპერის ლეგენდად შერაცხული ქალბატონი ცისანას სიმღერა დიდხანს ატკბობდა ჩვენ მსმენელს. მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ ხელი შეუწყო ჩვენში საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ სამუსიკო სტრადიციებს.
ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი ცისანას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0