სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18/06/2017

ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე და ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ვაზისუბნის სკვერში დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები, ბაზალტის ფილებით მოპირკეთდა კიბე, აღდგა საბავშვო-გასართობი კაუჩუკის მოედანი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კოსტა ხეთაგუროვის სკვერში დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში დამონტაჟდა გარე გამოყენების ტრენაჟორები და აღდგა საბავშვო-გასართობი კაუჩუკის მოედანი. დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0