სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

10/03/2017

სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სოზარ სუბარმა უკრაინის ელჩს დევნილებთან მიმართებაში ქართული გამოცდილება გაუზიარა. მინისტრმა დევნილებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით ახორციელებს. სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, რომელიც დევნილებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0