სოზარ სუბარი უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

10/03/2017

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევნილთა და განსახლების მინისტრმა დელეგაციის წევრებს, 1990-იანი წლებიდან დღემდე, დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. სოზარ სუბარმა უკრაინელ სტუმრებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტებიც გააცნო. დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, დევნილებთან მიმართებაში, ქართული მხარის გამოცდილების გაზიარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0