სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრის სკოლებს სპორტული ინვენტარი ჩაუტანა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრის სკოლებს, სადაც დევნილი და ეკომიგრანტი ბავშვები სწავლობენ, სპორტული ინვენტარი ჩაუტანა. ჭუბერისა და ნაკრის საჯარო სკოლების ფრენბურთის გუნდები, სპორტული ინვენტარის არ არსებობის მიუხედავად, გასულ წელს რაიონის ჩემპიონები გახდნენ და რეგიონალურ ტურნირზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს შუამდგომლობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ჭუბერისა და ნაკრის სკოლების მოსწავლეებისთვის ფრენბურთის ბადეები, ტენისის მაგიდები, ბურთები და სხვა სპორტული ინვენტარი გამოყო. ჭუბერის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე, ხოლო ნაკრის სკოლაში 70-მდე ბავშვი სწავლობს, რომელთა დიდი ნაწილი დევნილი ან ეკომიგრანტია.

Visited 238 times, 1 visit(s) today