სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია

10/01/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ დაარსების დღიდან გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ ფონდში განხორციელებული დონაციის სტატისტიკა წარმოადგინა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალ უწყებებს სტაბილური ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მარიამ ჯაშმა დეტალურად ისაუბრა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის მხრიდან დონაციის გაზრდის შემთხვევაში, ფონდს შესაძლებლობა ექნება საქმიანობის არეალი გააფართოოს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ფონდის საქმიანობა დადებითად შეაფასა. როგორც მინისტრმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის ფონდთან თანამშრომლობა გააქტიუროს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0