სოლომონ პავლიაშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში ატაშეს შეხვდა

06/11/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, სავაჭრო ურთიერთობების საკითხებში ატაშეს, მარკ პრიჩარდს შეხვდა.
შეხვედრაზე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მთავარ მიმართულებად ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მართვა გამოიკვეთა. მხარეები ნარჩენების მართვის სფეროში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. სოლომონ პავლიაშვილმა სტუმარს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0