სოლომონ პავლიაშვილი კომპანიაში „თელავის ღვინის მარანი” იმყოფებოდა

30/03/2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი კომპანიაში „თელავის ღვინის მარანი” იმყოფებოდნენ. ღვინის მარანის საკუთრებაში არსებულ ვენახებში საგაზაფხულო სამუშაოები, ახალი კორონავისრუსის გავრცელების საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს. ვენახებში მომუშავე ადამიანები აღჭურვილი არიან პირბადეებითა და ხელთათმანებით, დაცულია სოციალური დისტანცია. კომპანიამ „თელავის ღვინის მარანი” კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილ ფონდში Stop CoV 300 000 ლარი გადარიცხა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამფუძნებლებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0