სომხეთში დაჭრილების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

17/07/2016

ერევანში, პოლიციის შენობაში შეჭრილ შეიარაღებულ დაჯგუფებას მძევლად ექვსი პოლიციელი ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციის უფროსის მოადგილემ უნან პოღოსიანმა განუცხადა.
მისი თქმით, დამნაშავეებთან კვლავინდებურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, პოღოსიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის შენობასთან ჟირაირ სეფილიანი მიიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც პოლიციის შენობაში შეჭრილი დამნაშავეები ითხოვენ.
ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილ პოლიციელთა შესახებ, რომლის თანახმადაც, ორი სამართალდამცველის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ასევე მძიმეა კიდევ ორი პოლიციელის მდგომარეობა. მათი ნაწილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ნაწილი კი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0