სოფელი ფოკის ახალგაზრდა სტუდენტებთან შეხვხედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის ადმინისტრაციულ შენობაში, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიან, მერის მოადგილესთან ალექსანდრე მიქელაძესთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტ-ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ქართული და ინლისური ენის სასწავლო კურსი სოფელ ფოკის დედათა მონასტერში გაიარეს. შეხვედრა პროგრამის ,,ჩემი წარმატებების გზა“ ფარგლებში გაიმართა.
სოფელ ფოკაში წლების განმავლობაში მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი და საქმისადმი ერთგული პედაგოგი კლარა ფოცხვერაშვილი. მისი თქმით, რამდენიმე წლის შემდეგ ფოკა თავისი ადგილობრივი კადრებით ერთ – ერთი საუკეთესო სოფელი იქნება მუნიციპალიტეტში. პედაგოგის ძალისხმევით სტუდენტებმა მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ეზიარნენ ქართულ კულტურასა და შემოქმედებას.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი, პედაგოგები და ფოკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ვაჩაგან ალვანჯიანი. შეხვედრის ფარგლებში წარმატებულმა სტუდენტებმა თავიანთ სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა კურსდამთავრებული უკვე დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და აქვე დასაქმდა. თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტის ჯივან მკრტჩიანის აზრით, სწავლა ახალგაზრდობის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია, სახელმწიფო ენის სწავლა კი მომავალი წარმატებისათვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ანი მოსოიანის განცხადებით კი მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულთა დაახლოებით 80 % სწავლობს ქ. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მათი უმეტესობა სწორედ სოფელ ფოკისა და განძის მაცხოვრებლები არიან. მისი თქმით, ოთხი წლის შემდეგ ჩვენ გვეყოლება სახელმწიფო ენის მცოდნე საუკეთესო ახალგაზრდა კადრები ყველა მიმართულებით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზოგადად რეგიონის განვითარებისათვის

Visited 220 times, 1 visit(s) today