სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდება

07/08/2017

სოფელ აკაურთაში წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. ახალი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოვლენილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
პროექტის ფარგლებში 1, 100 გრძივი მეტრის ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ასევე მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.
გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0