სოფელ ალგეთში, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
ახლადაშენებული ბაღის შენობა ორ სართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც.
მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
მშენებლობაზე დასაქმებული იყო 20 ადგილობრივი მცხოვრები.

Visited 157 times, 1 visit(s) today