სოფელ ალში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ჯამური ღირებულება 212 976 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. სააღმზრდელო დაწესებულება ორ ჯგუფზე იქნება გათვლილი და 70 ბავშვის მიღებას შეძლებს. ალის საბავშვო ბაღი აღსაზრდელებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის და ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებას.

Visited 195 times, 1 visit(s) today