დაიწყო სოფელ ასკანის შიდა გზების რეაბილიტაცია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნაცვალაძეების უბანსა და მზიანში – წყალწითელას აღმართზე რკინა-ბეტონის გზები მოეწყობა. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით უახლოეს დღეებში დაიწყება ასკანის შიდა უბნების მოხრეშვა-დაგრეიდერებაც. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
რაც შეხება, ასკანის ცენტრალურ გზას, 7 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი მოიცავს, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე, წყალამრიდების მოწყობას, ეზოებში გადასასვლელებისა და ხიდების აღდგენას. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 200 000 ლარს შეადგენს.
ასკანის გზის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდება. წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შემდეგ, 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია იქნება მეორე მასშტაბური პროექტი, რომელიც ასკანის ტერიტორიულ ერთეულში დაიწყება.
ასკანის გზის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 7 თვეს მოიცავს.