სოფელ ატენში “რთველი 2017” გაიმართა

02/10/2017

სოფელ ატენში “რთველი 2017” გაიმართა. ყურძნის კრეფისა და დაწურვის ტრადიციულ ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის სრულუფლებიანი ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან უკვე დამეგობრებული და პარტნიორი მუნიციაპლიტეტების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყურნის წურვას თან ერთვოდა გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლ “მაჩაბელას” ქართულ-ხალხური მუსიკისა და ცეკვის ნომრები. “რთველი 2017” საერთაშორისო დონის დატვირთვაც ჰქონდა, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და პოლონურ-ქართული თანამეგობრობის ასოციაცია “საქართველოს” პრეზიდენტ პაველ ვოიტუშს შორის გაფრომდა “საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის ფარგლებში ქართულ-პოლონურ ურთიერთობების გამყარებას, კულტურული და ეროვნული ღირებულებების ურთიერთგაცნობას, გაცვლით პროგრამებსა და საერთო ორმხრივი პროექტების შემუშავებას. “რთველი 2017” ატენში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0